შალვა პაპუაშვილი: უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული – უკრაინა და ევროკავშირი

,,საბოლოო ჯამში, ყველა ომი მთავრდება მშვიდობით, საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ჯერ შეუძლებელია თქმა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, ეს არის უკრაინა და ევროკავშირი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს საკუთარ მხრებზე აჰკიდეს უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის ტვირთი.

,,ყველა ომი მთავრდება, საბოლოო ჯამში, მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის ევროკავშირის წუხანდელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ჯერ შეუძლებელია თქმა, ვინმე თუ იქნება გამარჯვებული. თუმცა, უკვე დანამდვილებით შეიძლება, თქმა, ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული –უკრაინა და ევროკავშირი. უკრაინას, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა, დაღვარა სისხლი, დაენგრა ეკონომიკა, ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე. ევროკავშირს ახლა საკუთარ მხრებზე ააწევინეს, აჰკიდეს უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის ტვირთი. ამ ყველაფრისთვის ევროკავშირი იღებს სესხს, აძლევს უკრაინას. ამ სასესხო ვალდებულებებში ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ნულის გარშემო ტრიალებს, შიდა პოლიტიკურად როგორი დაძაბულობა აქვთ, ამასაც ვხედავთ. ასე რომ, ჯერ რთულია თქმა, ეყოლება თუ არა ამ ომს საერთოდ გამარჯვებული, თუმცა დამარცხებულები გამოკვეთილი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები