შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელთაც გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ
,,ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელთაც გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელსაც მხარი საქართველომაც დაუჭირა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ქვეყანა ასე იქცევა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების განხილვაში ვერ შევალ. საქართველოს პოზიცია გასაკვირი მხოლოდ ერთი რამის გამო შეიძლება იყოს. გასაკვირი იყოს იმ მტრულ ფონზე, როგორ პოლიტიკასაც აწარმოებს ხელისუფლება და პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტის ამ მტრული პოლიტიკის ფონზე შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაინც რატომ იქცევა ასე და მხარს უჭერს ამგვარ გადაწყვეტილებებს. ჩვენი საზომი არ არის ზელენსკი, ჩვენი საზომი არის უკრაინელი ხალხი, რომელთაც გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.