შალვა პაპუაშვილი: 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ყოველ წელს გვესმოდა, რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები – ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ გახდება აუცილებლად წევრი და ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატოში

“2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ყოველ წელს გვესმოდა, რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები – ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ გახდება აუცილებლად წევრი და ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატოში,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბორის ჯონსონის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გვესმოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ყოველ წელს გვესმოდა – „ღია კარი“ და რომ აუცილებლად გახდებიან უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები. ყოველ წელს უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ გახდება აუცილებლად წევრი და ახლა გაირკვა, რომ არც არასდროს ნდომებიათ თურმე უკრაინის გაწევრიანება ნატოში. ორი ახსნა აქვს. ერთი, ეს არის მიამიტობა, რომელიც შეიძლება, რომელიმე დასავლელ პოლიტიკოსს ჰქონოდა. და მეორე, ეს არის მავნებლობა, რომ შეაგულიანო ქვეყანა, შეუქმნა აღქმა, რომ აი, სადაც არის, აგერ უკვე ღია კარის პირას არის მიმდგარი, ცოტაც და შეაბიჯებს, ამით შეგულიანებული წავიდეს ყველანაირ ესკალაციაზე, როგორც ეს სააკაშვილმა 2008 წელს გააკეთა, როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ არაერთხელ. საბოლოო ჯამში საქმე -საქმეზე, რომ მიდგა, ომი, რომ დაიწყო არც ერთი ნატოელი ჯარისკაცი არ დამდგარა სანგარში. ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ დღეს, კიდევ ერთხელ სამწუხაროდ ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით: „არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, რომ უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო. ნებისმიერ ასეთ წინადადებას დაუყოვნებლივ ვეტოს დაადებდა საფრანგეთი, გერმანია, აშშ და მრავალი სხვა ქვეყანა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები