გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
15 დეკემბერს კინოს სახლში ჩატარდა მინიატიურის ჟანრში გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის „ერთგულება“ დაჯილდოება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჟიურიმ დაასახელა 3 გამარჯვებული და 5 საუკეთესო ნამუშევრის ავტორები.
I პრემია − გოჩა ოჩიგავა
II პრემია − თამარ გელიტაშვილი
III პრემია − ნინო ჯალაღანია.
საუკეთესო ნამუშევრის ავტორები არიან: თამარ ტაბატაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, თინათინ ლომთაძე, ნინო გუგეშაშვილი , მაია მინდელი.