“გზაზე, რომელსაც ჰქვია საქართველოზე ზეწოლა – მონაწილეობენ არაფორმალური გავლენების მქონე ძალები მსოფლიოში და მათი “ხელის ბიჭები” – მათიკაშვილი

“ამ გზაზე, რომელსაც ჰქვია საქართველოზე ზეწოლა – მონაწილეობენ არაფორმალური გავლენების მქონე ძალები მსოფლიოში, იგივე „დიფ სთეითი“ და მათი ხელის ბიჭები, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათთან აფილირებული ე.წ. პოლიტიკოსების სახით არიან ცნობილები”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც, რა თქმა უნდა, ადგილობრივი რადიკალები – „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები, მათ მიერ დაფინანსებული ზოგიერთი ევროპული თუ ამერიკული მედია მონაწილეობას იღებდა და იღებს. ეს არის უკვე გამოაშკარავებული სწორედ იმ გამჭვირვალობის საკანონმდებლო სივრციდან გამომდინარე, რაც შეერთებულ შტატებში FARA-ს სახელით არის ცნობილი. ჩვენთვის გასაგებია, რომ ამ გზაზე, რომელსაც ჰქვია საქართველოზე ზეწოლა, ჩვენ საზოგადოებაზე ძალმომრეობა მონაწილეობას იღებენ გარკვეული არაფორმალური გავლენების მქონე ძალები მსოფლიოში, იგივე „დიფ სთეითი“ და, რა თქმა უნდა მათი ხელის ბიჭები, ის ძალები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული ე.წ. პოლიტიკოსების სახით არიან ცნობილები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები