“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ” – ნინო წილოსანი

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ – ეს შეხვედრაც საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, სახეზეა ამერიკის პრეზიდენტის თუ მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იმ სამწუხარო რეგრესზე, რასაც ევროკავშირი განიცდის.

“ბიუროკრატია ემსახურება არა ევროპელ ხალხს და წევრ სახელმწიფოებს, არამედ სულ სხვა მიზნებს. ამიტომ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს და დეზინფორმაციას მოვისმენთ. თუ ამ ადამიანებს რეალურად აინტერესებთ, სიტყვის თავისუფლება არის თუ არა, დემოკრატია როგორ მუშაობს, ობიექტურ კვლევებს და რეიტინგებს უნდა გაეცნონ, რომლებიც მათივე ინსტიტუციების მიერ კეთდება და ალბათ, უფრო სანდო იქნება მათი განცხადებები. ამ შემთხვევაშიც ეს შეხვედრა საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული და რისთვის ურტყამენ საქართველოს ესეც ალბათ, ყველასთვის ნათელია,“ – განმარტა წილოსანმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები