ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის (UNEA-8) ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. გადაწყვეტილება კენიის რესპუბლიკაში მიმდინარე UNEA-7-ის ფარგლებში მიიღეს. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნინო თანდილაშვილის თქმით, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჩემი ქვეყნისა და რეგიონის სახელით მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე ისმოდეს ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ გაგვაჩნია.

„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს სახელით მეორე ვადით არჩეული ვიყო გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე, რომელიც გლობალურ დონეზე განსაზღვრავს გარემოს დაცვის დღის წესრიგს. ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჩემი ქვეყნისა და რეგიონის სახელით მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე ისმოდეს ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ გაგვაჩნია გარემოს დაცვის და ეკოსისტემების მდგრადი მართვის მიმართულებით”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, რომელიც კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი UNEA-7-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ასამბლეის პლენარულ სესიებს თავმჯდომარეობდა.

ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და კომიტეტების საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები