დავით მათიკაშვილი: მნიშვნელოვანია შესრულდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პასუხისგება დაეკისროს რეალურად ამ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს

“მნიშვნელოვანია შესრულდეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პასუხისგება დაეკისროს რეალურად ამ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის ვერდიქტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ, გიორგი გახარიას უნდა დაეკისროს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შესრულდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და, ამავდროულად, პასუხისგება დაეკისროს რეალურად ამ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ცალსახად იყო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია“, – აცხადებს მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები