გიორგი ვოლსკი – „ალდეზე“: ფაქტია, იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის განცხადება შეაფასა.
„არც ისაა გასაკვირი, BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუე „ალდეს“ ამ კომენტარშიც ფიგურირებდეს. ფაქტია, იძულებული გახდნენ თქვან, რომ არ არის სწორი ალეკო ელისაშვილის ქმედება, მაგრამ გაცილებით უფრო დიდია დანაშაული, საფრთხე და ამ საფრთხეს არა თუ მხოლოდ ახალისებენ, არამედ თვითონვე ქმნიან იმ სცენარს, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არაერთხელ ვიხილეთ. ელისაშვილის ქმედება ერთ-ერთი გამოვლინებაა“, – აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ: “10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“, ALDE-ში განაცხადეს, რომ ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებენ.