თორნიკე ფაღავა: აშშ დაუნდობლად აკრიტიკებს ევრობიუროკრატიას და ევროპაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლას

“აშშ დაუნდობლად აკრიტიკებს ევრობიუროკრატიას და ევროპაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლას,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია საუბრობენ.

„აშშ დაუნდობლად აკრიტიკებს ევრობიუროკრატიას და ევროპაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლას. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიდი ხანია ვსაუბრობთ. ევრობიუროკრატიის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას ზოგადად ევროკავშირის მიმართ, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“, – აცხადებს ფაღავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები