მაკა ბოჭორიშვილი: დღევანდელი პოლიტიკური ელიტები ძალიან ასცდნენ ხალხის ინტერესებს, რეალური ინტერესებისგან გარკვეულწილად დისტანცირებულია ის დღის წესრიგი, რითაც ბრიუსელი პოზიციონირებს

მთავარი პრობლემა ალბათ რაც დღევანდელ ევროპაშია, არის ის, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტები ძალიან ასცდნენ მოსახლეობის თუ ხალხის ინტერესებს და რეალური ინტერესებისგან გარკვეულწილად დისტანცირებულია ის დღის წესრიგი, რა დღის წესრიგითაც პოზიციონირებს ბრიუსელიც და ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის ელიტებიც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ საზოგადოებაში აუცილებლად გაჩნდება იმის საჭიროება, რომ პოლიტიკურმა ელიტებმა აქცენტი იმ რეალურ პრობლემებსა თუ საკითხებზე გააკეთონ, რაც ხალხს აინტერესებს.

„ეს ერთგვარად პრობლემებზე თვალის დახუჭვის გამოსავალიც არის. ამ პროცესში თავისი როლი ითამაშა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, რუსეთ-უკრაინის ომმა და ყურადღების მთლიანად გადატანამ ამ საკითხზე და რეალურად რომ შევხედოთ, თუ თვალს გადავავლებთ ბოლო პერიოდის არჩევნებს, შიდა პოლიტიკაშიც, მთავარი საკითხი შეიძლება ითქვას, რომ იყო არა ის მთავარი, სოციალური საკითხები, ის საკითხები, რაც შეიძლება მოსახლეობას დიდწილად ადარდებს, არამედ ზუსტად საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება, უკრაინასთან დამოკიდებულება და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ამან რა თქმა უნდა მოახდინა გავლენა. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გაჩნდება საჭიროება ევროპულ საზოგადოებაში, რომ ელიტებმა აქცენტები გადაიტანონ იმ რეალურ პრობლემებზე, საკითხებზე, რა საკითხებიც ხალხს აინტერესებს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები