ირაკლი კობახიძე – გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის

გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობის ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, თავის წვლილს გაეროსთან გაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს.

„ამბიციური დღის წესრიგის აღსრულების პროცესში, ბუნებრივია, თავის წვლილს გაეროსთან დღეს გასაფორმებელი 5-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტიც შეიტანს. მადლობას ვუხდი გაეროს გუნდს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო დიალოგის შედეგად, ხედვა ეროვნულ პრიორიტეტებს მაქსიმალურად დაუახლოვა. შერჩეული მიმართულებები ეხმიანება ჩვენს მისწრაფებებს, შევამციროთ ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობა, მნიშვნელოვნად წავახალისოთ დეცენტრალიზებული მმართველობა, გავაძლიეროთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, ხელი შევუწყოთ ყოვლისმომცველი სოციალური დაცვისა და განათლების სისტემების განვითარებას.

დასასრულს, ვისარგებლებ შემთხვევით და გამოვხატავ მადლიერებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი სააგენტოების მიმართ, მრავალწლიანი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დიდიე ტღებიუკს, საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, რომლი სპირადი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შეთანხმებისთვის საბოლოო სახის მიცემაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ჩვენს ეროვნულ პრიორიტეტებთან ამ დოკუმენტის დაახლოება. მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს მთლიან გუნდს, მეამაყება, რომ მე ამ გუნდის წარმომადგენელი ვიყავი რვა წლის განმავლობაში და ჩემი თვალით ვხედავდი, თუ როგორ გულწრფელად ცდილობდნენ გაეროს გუნდის წარმომადგენლები წლების განმავლობაში საქართველოს განვითარებაში წვლილის შეტანას. მადლობა ასევე ყველას, ვინც დღევანდელი შეთანხმების შედგენაში და ამ მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაში მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები