,,ბოლო პერიოდში არაერთი დეზინფორმაციის კვალი რატომღაც დიდ ბრიტანეთამდე მიდის”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩის გზავნილებს.
მახაშვილის თქმით, განმარტებების გაკეთება აუცილებელია.
„როდესაც ვხედავთ, რომ დიპლომატები ჩართული არიან დეზინფორმაციულ პროცესებში, ვალდებული ვართ საზოგადოებას ავუხსნათ რა ხდება, დავსვათ კითხვები და თავად ამ სახელმწიფოებს მოვთხოვოთ ახსნა-განმარტება ხოლმე, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, მიყოლებით, საქართველოს წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა და ეს კვალი ყოველთვის ლონდონთან მიდის, ამიტომ სჯობს, თავად კარგად განმარტონ რა იყო ამ დეზინფორმაციის მიზანი“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩო ელჩის სტუდენტებთან შეხვედრის და ამ შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მათი ცნობით, ელჩის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი იყო:
,,გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან დაზიანებულია, რადგან არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაბრუნდება ევროატლანტიკურ გზაზე”.