შალვა პაპუაშვილი – „კამიტზე“: თუკი საერთაშორისო ინსტიტუციებს რაიმე საკითხი აინტერესებთ უნდა მიმართონ სუსს, აჩვენებენ ყველა დოკუმენტს და გააცნობენ ყველა საკითხს

„ყველაფერს დაესვა წერტილი, ყველა კითხვას გაეცა პასუხი. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი საერთაშორისო ინსტიტუციებს რაიმე საკითხი აინტერესებთ უნდა მიმართონ სუსს, აჩვენებენ ყველა დოკუმენტს და გააცნობენ ყველა საკითხს,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „კამიტის“ შესახებ მომზადებულ ფილმზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო კვლავ აპირებს BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართოს.

„მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას, რაც ბრიტანეთში არის BBC-ს წინააღმდეგ და შემდეგ გამოვიყენებთ სხვა სამართლებრივ საშუალებებს, აუცილებლად. ამ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე ყველანაირად. ჩავყვებით, როგორც დეზინფორმაციის გავრცელების მხილებაში, ისე იმაში თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები იყვნენ, მათ შორის, უცხო ქვეყნების და ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები ბრიუსელიდან, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, იმისთვის რომ ეს ყალბი ნარატივი რაიმენაირად გაეძლიერებინათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები