“საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ განხორციელდეს ის მავნე ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ” – პაპუაშვილი

“საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე, საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, არ განხორციელდეს ის მავნე ინტერესები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანას თუ გარეპოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, რომელიც უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში ვნახეთ, მათ შორის ნატო-სთან დაკავშირებით, ეს ის საკითხია, რომელიც დიდი ხანია, ნატო-ს წინაშე ვაყენებთ. დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ბურთი სრულად არის ნატო-ს მოედანზე. დიდი ხანია, ველოდებით პასუხს, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ეს გაღებული კარი. ეს კითხვა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძემ დასვა – „რას ნიშნავს ღია კარი“. ღია კარი თუ ნიშნავს, რომ იქ უსაშველოდ უნდა ვიდგეთ, რისკია, ორპირ ქარში გაცივდეს და შეეყაროს რამე ადამიანს, იგივე ეხება სახელმწიფოსაც, რომელსაც ასეთ დროს რისკები შეიძლება, პირიქით, გაეზარდოს. სამწუხაროდ, ვხედავთ გარკვეულ განცხადებებს, რომ არ არსებობს კონსენსუსი გაფართოებასთნ დაკავშირებით, ამავე დროს, განცხადებებს, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სად არის ქმედებები? ვერ ვხედავთ ამ ქმედებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები