“სახელმწიფო იქნება ორიენტირებული, იმ პროფესიებზე გამოაცხადონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მიღება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი” – ბოჟაძე

“სახელმწიფო იქნება ორიენტირებული, იმ პროფესიებზე გამოაცხადონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მიღება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ისაუბრა.

„სახელმწიფო იქნება, ორიენტირებული იმ პროფესიებზე გამოაცხადონ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა მიღება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გვყავდეს არა დიპლომირებული უმუშევრები, განათლებული ახალგაზრდები, ვინც ვერ პოულობენ სამუშაო ადგილს, არამედ ახალგაზრდები, რომლებსაც ფაქტობრივად სწავლის დასაწყისიდანვე ეცოდინებათ რომ დამთავრების შემდეგ მათ შესაბამისი დასაქმება ელოდებათ სახელმწიფო, თუ კერძო სექტორში.

ასევე სიახლეა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარების შემთხვევაში, ყველა სტუდენტი სრულიად უფასოდ ისწავლის“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

ცნობისთვის, უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომზადებულ ცვლილებებს დღეს, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები