„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ – საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამაში
10 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამაში „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა საზოგადოებისთვის თავისი ისტორიული შენობების ექსტერიერისა და ინტერიერის დათვალიერებას მოაწყობს. ექსკურსიას წარუძღვება გიდი.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი, მეორე და მესამე კორპუსები წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რომლებიც ამჟამად ინახავენ ასევე უმნიშვნელოვანეს კულტურულ მემკვიდრეობას – ქართულ, საქართველოს შესახებ გამოცემულ და უცხოენოვან ბიბლიოგრაფიას