პრემიერი არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტზე – პრევენციული მიზანია ჩადებული ამ კანონპროექტში, ჩვენთვის მთავარია, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას

არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს შეეხებოდა.

მისივე თქმით, კანონპროექტს აქვს პრევენციული მიზანი.

„არის შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ დანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი რეაგირება. ამის მექანიზმები არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და ზოგადად, კანონმდებლობაში. ჩვენთვის მთავარი არის რა, რომ ბავშვები, რომლებსაც რთავენ კრიმინალურ საქმიანობაში, მაქსიმალურად ავარიდოთ ასეთ საქმიანობას. ეს არის, სწორედ, პრევენციული მიზანი, რომელიც არის ჩადებული ახალ კანონპროექტში,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები