იჩირო კიკუტას იაპონური მელნის ფერწერის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი იაპონელი მხატვრის, იჩირო კიკუტას იაპონური მელნის ფერწერის ნამუშევრების გამოფენა — „იჩირო კიკუტა: სუმი-ე-ს სული კი“ საზეიმოდ გაიხსნა.

აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე მუსიკალურ განწყობას ქმნიდა ბათუმის კულტურის ცენტრის სიმებიანი კვარტეტი.

ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკი, მსოფლიოში ცნობილი იაპონელი პიანისტი, მაესტრო, ტოშიკი უსუი, საელჩოს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გამოფენა, ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება, საქველმოქმედო ფონდ ,,ლირას”, იაპონიის საელჩოს, აჭარის კულტურის სამინისტროს და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები