ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის სტიპენდიის მფლობელები დაჯილდოვდნენ
ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის სტიპენდიის მფლობელები დაჯილდოვდნენ.
ფონდ „ქართული გალობის“ ინფორმაციით, სტიპენდია ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად გადაეცემა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აქტიური სამეცნიერო ცხოვრების მქონე სტუდენტებს.
სტიპენდიის გადაცემის ღონისძიებას გალობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. წლევანდელი სტიპენდიატები ფონდის დამფუძნებელმა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნანა გოთუამ დააჯილდოვა:
ნინო თავაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
შატო კუბათაშვილი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი;
გიორგი ვახტანგაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
ანა თანდილაშვილი – გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი.