სოფიკო ჭიაურელისა და ფრუნზიკ მკრტჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი მსახიობების – სოფიკო ჭიაურელისა და ფრუნზიკ მკრტჩიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყო. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოდგენილი იყო აქამდე გამოუქვეყნებელი სურათები მსახიობების ერთობლივი გადაღებებიდან.
გამოფენაზე, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, ვიდეოკოლაჟების სახით ნაჩვენები იყო მსახიობების შემოქმედებითი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო ეპიზოდები. თბილისის თოჯინების თეატრმა, სპეციალურად საღამოსთვის, წარმოადგინა თეატრალიზებული ნომერი სოფიკო ჭიაურელისა და ფრუნზიკ მკრტჩიანის თოჯინების გამოყენებით.
ღონისძიებას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.
ფოტოგამოფენა სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ეკა ჭიჭინაძის თანაორგანიზებით გაიმართა.
გამოფენის ავტორია კინოპროდიუსერი დავით ბეჟიტაშვილი.