მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიხსნა
მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ დღეს გაიხსნა. ღონისძიებები 2-23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.
2 დეკემბერს ფესტივალმა ჯაზის საღამოს უმასპინძლა: გონზალო რუბალკაბას ტრიოს. გონზალო რუბალკაბა, ფორტეპიანო. რიკი როდრიგესი, ბასი – ერნესტო სიმფსონი, დასარტყამი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, 2025 წლის პროგრამა ექვს კონცერტს მოიცავს, სადაც მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი სახელოვანი მუსიკოსები მიიღებენ. ღონისძიებები 2, 10, 15, 17, 20 და 23 დეკემბერს გაიმართება.
ფესტივალი 1998 წელს კონსერვატორიის დიდი დარბაზის ადმინისტრაციის ინიციატივითა და პროფესორ მანანა დოიჯაშვილის თაოსნობით დაფუძნდა და 2023 წლიდან მის სახელს ატარებს.