ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა Vl კონკურსზე ნათია ბეჟაშვილმა ჟიურის მიერ გაცემული უმაღლესი II პრემია მიიღო

სახელოვანი ქართველი ბარიტონის – ლადო ათანელის სახელობის ვოკალისტთა Vl კონკურსზე კონსერვატორიელმა ნათია ბეჟაშვილმა ჟიურის მიერ გაცემული უმაღლესი II პრემია მიიღო, მესამე პრემია ორმა მონაწილემ – ერეკლე გურგენიძემ და ქეთევან გორგოძემ გაიყვეს.
საუკეთესო კონცერტმაისტერის პრიზი გადაეცა თამარ ხმიადაშვილს.
კონკურსის ორგანიზატორია – ლადო თანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „თანადგომა”.
„ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ კიდევ მეტ წარმატებას““, – წერია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები