გიორგი გაბუნია: პეტერ ფიშერის პოზიცია სუბიექტურია

,,პეტერ ფიშერის ქმედებები, განცხადებები, ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებთან შეხვედრა თუ შიდა ჩარევა არ არის, აბა, რა არის? მისი პოზიცია სუბიექტურია და კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის მატარებელია”,- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ გერმანიის ელჩის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოება ბრძენია და ყველა განცხადებას კარგად იაზრებს.

„პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა და ისევ გააქტიურდა. მისი განცხადებებიდან ყველაზე საინტერესო ერთი რამ იყო, ის გერმანიის ელჩია და გერმანიის ინტერესებს იცავს, რაც, პრინციპში, სრული სიმართლეა. გერმანიის ელჩს როდესაც ვუსმენთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი თითოეული სიტყვა, წინადადება და ქმედება განპირობებულია გერმანიის და არა საქართველოს ინტერესებიდან. რა ქმედებებსაც ახორციელებდა ელჩი, როგორ განცხადებებსაც აკეთებდა, ხვდებოდა ოპოზიციის კონკრეტულ წარმომადგენლებს, ეს თუ შიდა ჩარევა არ არის, აბა, რა არის? ჩვეულებრივად თვალებში ნაცრის შეყრაა. საზოგადოება ბრძენია და კარგად იაზრებს ყველა იმ ქმედებას, განცხადებას, რომელსაც ვხედავთ არა მარტო ელჩების, არამედ მათი უფროსების მხრიდან. ფიშერი ამბობდა, თითქოს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. ესეც ნათლად აჩვენებს, რომ მისი პოზიცია, განცხადება სუბექტურია და კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის მატარებელია“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები