,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას” – ირაკლი ზარქუა
,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას”,- ამის შესახებ
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
“სარჩელი, რომელიც რობაქიძის თემას უკავშირდებოდა, საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო. ყველა გახმაურებული თემა, რომელიც თავის დროზე “რუსთავი 2-ს”, ნიკა გვარამიას, სააკაშვილს ეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია, ჩვენი სასამართლო განვითარების სწორ გზაზე დგას. ბუნებრივია, არის გამოწვევები და ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ყოველთვის იქნება რეფორმა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო იღებს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.