მიხეილ ქვლივიძის დაბადებიდან 100  წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანი“ 1 დეკემბერს, 19.30 საათზე. მიხეილ ქვლივიძის დაბადებიდან 100  წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

მწერალთა შემოქმედებითი კავშირის  ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობენ მსახიობები:  მურმან ჯინორია, ელდინო საღარაძე, ლიკა ქობულაძე , ია შუღლიაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნოდარ მელაძე.

პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“  (ხელმძღვანელი მაია მიქაბერიძე).; ცნობილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.

ნაჩვენები იქნება ვიდეო-ჩანახატი პოეტის ცხოვრებაზე.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი. ( დ.აღმაშენებლის 99/1 ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები