საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის საწინააღმდეგო კამპანიას აფასებს.
„გამორიცხულია, რომ მათ არ ესმოდეთ იმ ინვესტიციის მნიშვნელობა, რომელიც უნდა განხორციელდეს საქართველოში – ესმით, მაგრამ არ აწყობთ. ისინი მარიონეტები არიან „ომის პარტიის“ ხელში, სადაც ფიქრობენ, რომ დასუსტებული, ეკონომიკურად წელში გატეხილი საქართველო მათთვის ხელში უფრო ადვილად ჩასაგდებია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.