ლევან მახაშვილი – პეტერ ფიშერზე: მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ვენის კონვენცია

„მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ვენის კონვენცია,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფიშერი ცდილობს გაექცეს პასუხისმგებლობას.

„როდესაც გამოხატავ შენს პოზიციებს ამა თუ იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით, მაგალითად, მედიების ნაწილს მთავრობის პროპაგანდისტებად, ხოლო იმ მედიებს, რომლებიც ახალისებენ ძალადობას და დამხობას, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ მედიებად მოიხსენიებ და მხოლოდ მათთან თანამშრომლობ; როდესაც ფიზიკურად მიდიხარ, ამხნევებ თუ სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერ რადიკალებს, სურათებს იღებ მათთან, რა არის ეს თუ არა შიდა საქმეებში ჩარევა? ამიტომ მე მას ვურჩევდი, საკუთარ ენაზე ნორმალურად გადაიკითხოს ეს [ვენის] კონვენცია. თუმცა, აქ ალბათ, საუბარია იმაზეა, რომ ეს ადამიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩარეულა და ვენის კონვენცია არ დაურღვევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები