“დღეს გამოქვეყნდა კვლევა ქვეყნების მიხედვით სტაბილური ბიზნეს რეგულაციების რეიტინგის, სადაც საქართველო ევროპის მასშტაბით მე-7 ადგილზეა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 7 ადგილით კიდევ დაწინაურდა და ასწრებს 33 ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრია, ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებსაც”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო ერთი წელია ყველანაირად ცდილობენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ პირდაპირი გაგებით ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს ვერ შეძლეს, მაგრამ შეეცადნენ ისეთი განცხადებები გაეკეთებინათ, რომ ნეგატიური წარმოდგენა შეექმნათ მოსახლეობაში ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.
ამის საპირისპიროდ ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს საქმის კეთებას და ნათელი მაგალითი იყო იმის, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურ წინსვლას აგრძელებს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის კვლავაც საინტერესო არის და უფრო მეტად იქნება ამ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, იყო სწორედ ეს 6 მილიარდ ნახევრიანი პროექტი, რომელიც ფაქტობრივად უკვე დაიწყო ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა შალამბერიძემ.