გორდულაძე – გერმანიის ელჩზე: ვიცით, რომ ის ამთავრებს თავის დიპლომატიურ კარიერას და, სამწუხაროდ, არადიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისგანაც არ იკავებს თავს

“იგი უთითებს „დ“ ქვეპუნქტზე, სადაც წერია, რომ ელჩი უფლებამოსილია, შეაგროვოს ინფორმაცია, მაგრამ სანამ „დ“ ქვეპუნქტამდე ჩავიდოდა, მანამდე „გ“ ქვეპუნქტი არსებობს, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ იგი ვალდებულია – მოქმედ ხელისუფლებასთან ჰქონდეს კომუნიკაცია და კონსულტაციები, ასევე, ითანამშრომლოს მასთან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ის გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.

„ამ ადამიანმა დაიმახსოვროს, რა არის ვენის კონვენცია, მაგრამ ვიცით, რომ ის ამთავრებს თავის დიპლომატიურ კარიერას და, სამწუხაროდ, არადიპლომატიური ნაბიჯების გადადგმისგანაც არ იკავებს თავს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები