დავით მათიკაშვილი: ფიშერს რომ სიმართლე ელაპარაკა, მას მოუწევდა ღიად და გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში მას კავშირი ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის ძალებთან
„პეტერ ფიშერს რომ სიმართლე ელაპარაკა, მას მოუწევდა ღიად და გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში მას კავშირი ჰქონდა რადიკალური ოპოზიციის ძალებთან,“- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვენის კონვენცია ფაქტობრივად ელჩისთვის არაფერს არ ნიშნავს.
“ფიშერს რომ სიმართლე ელაპარაკა, მას მოუწევდა ღიად და გულწრფელად საუბარი იმაზე, რომ წლების განმავლობაში მას ჰქონდა კავშირი რადიკალური ოპოზიციის ძალებთან, აქვს ნაქირავები ძვირადღირებული აპარტამენტები რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან, ვენის კონვენცია ფაქტობრივად მისთვის არაფერს არ ნიშნავს და არის ფარატინა ქაღალდი. ამ ყველაფრის საუბარს არჩია თავის დაძვრენა და ფაქტობრივად ცრუ ინფორმაციის გაჟღერება,” – აცხადებს დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.