ირაკლი კობახიძე: არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში
არავითარ შემთხვევაში პრობლემას არ შეუქმნის განათლების რეფორმა გაცვლით პროგრამებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, პირიქით, როდესაც დაიხვეწება უმაღლესი განათლების სისტემა, ეს მისცემს სტუდენტებს უკეთეს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
„აქედან გამომდინარე, ამ რეფორმას, პირიქით, ხელშემწყობი ეფექტი ექნება გაცვლითი პროგრამების წარმატებით განხორციელებაზე და სტუდენტების ჩართულობაზე ამ პროგრამებში”, – განაცხადა პრემიერმა