ჩინეთმა წარმატებით გაუშვა „Shenzhou-22“ კოსმოსური ხომალდი, რომელიც ქვეყნის კოსმოსურ სადგურ „Tiangong“-ს დამატებით მხარდაჭერას გაუწევს — ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც ჩინეთის კოსმოსურ სადგურზე ცოტა ხნის წინ პირველი მნიშვნელოვანი მოულოდნელი საგანგებო სიტუაცია განვითარდა, როდესაც შენჟოუ-20 კოსმოსურ ხომალდს კოსმოსური ნარჩენები დაეჯახა, რამაც მისი დაგეგმილი დაბრუნება ჩაშალა.
აფრენიდან რამდენიმე წუთში, CMSA-მ გამოაცხადა, რომ შენჟოუ-22 კოსმოსური ხომალდი წარმატებით გამოეყო „გრძელი მარშის“ რაკეტას და შევიდა დაგეგმილ ორბიტაზე, რაც გაშვების მისიის სრულ წარმატებას აღნიშნავს.
სააგენტოს ცნობით, ეს არის პირველი საგანგებო გაშვება ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის ისტორიაში.
ჩინეთის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ მისია სტრატეგიული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს სადგურზე მყოფი ასტრონავტების უსაფრთხოებასა და უწყვეტ მუშაობას.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, შენჟოუ-22 კოსმოსური ხომალდი სრულად დატვირთული იქნება ტვირთით, მათ შორის საკვებით და კოსმოსური სადგურისაღჭურვილობით.
„შენჟოუს“ კოსმოსურ ხომალდს დაახლოებით 600 კილოგრამი მარაგის გადატანა შეუძლია, რაც საკმარისია „შენჟოუ-21“-ის ეკიპაჟის მისიის შესასრულებლად. „შენჟოუ-22“-ის ასევე უზრუნველყოფს, რომ „შენჟოუ-21“-ის ეკიპაჟი უსაფრთხოდ გაიყვანოს კოსმოსიდან და გააგრძელოს მუშაობა და ორბიტაზე უსაფრთხოდ ყოფნა.