ზემო აჭარაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, 15-16 ნოემბერს აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისა და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველოს მედპერსონალი და, ასევე, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის ექიმები თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი მობილური კლინიკით, ზემო აჭარაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
აქცია მოიცავს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და ზოგადი პროფილის უფასო გამოკვლევებს (კარდიოლოგის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის, დერმატოლოგის, ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაციები, ელექტროკარდიოგრამა, გულის, მუცლის ღრუს, მცირე მენჯის ექოსკოპია, კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები);
ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: შუახევი; შ. რუსთაველის ქ. N 32; შუახევის მუნიციპალიტეტის ევექსის სამედიცინო ცენტრი.