გურამ მაჭარაშვილი – ევროკომისიის ანგარიშზე: რეზოლუციებში პირდაპირ იყო მოწოდება, რომ ქართულმა სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და ეს ყველაფერი გადასცეს ბრიუსელს
“რეზოლუციებში პირდაპირ იყო მოწოდება, რომ ქართულმა სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და ეს ყველაფერი გადასცეს ბრიუსელს,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ევროპარლამენტის რეზოლუციებში პირდაპირ იყო მოწოდება, რომ ქართულმა სახელმწიფომ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და ეს ყველაფერი გადასცეს ბრიუსელს. ბუნებრივია, ამაზე ქართული საზოგადოება უარს იტყოდა. სამწუხაროდ იგივეს აკეთებს ხოლმე და გააკეთა ევრობიუროკრატიამ, ამ შემთხვევაში კომისიის სახით. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებასთან. ეს კარგად იციან თავად ევრობიუროკრატიაშიც , რომელსაც მკაცრად აკრიტიკებს მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი და მისი დღევანდელი ადმინისტრაცია. ასე რომ, ასეთი ტიპის ანგარიშებს არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა.