ირაკლი ქადაგიშვილი – პროტესტის მონაწილეებზე: გზის გადაკეტვა არის მიზანმიმართული, პროვოცირებული ქმედება

პროტესტის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას პროვოცირებულ ქმედებად აფასებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უწევს კანონის გამკაცრება, რათა საბოლოო ჯამში აღკვეთოს სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაციები.

„ეს არის მიზანმიმართული, პროვოცირებული ქმედება, რათა ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაციის განწყობა შეიქმნას და შემდგომ ეს ასახული იყოს რეპორტებში, რომლებიც ერთ წრეს წარმოადგენენ. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას უწევს კანონის გამკაცრება, რათა საბოლოო ჯამში აღკვეთოს სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ ეს მიზანმიმართული პროვოკაციები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისევ გადაკეტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები