ლევან მაჭავარიანი – ევროკომისიის ანგარიშზე: ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, წინასწარ ვაცხადებდით, რომ ასეთი ანგარიში იქნებოდა, იმის ფონზე, თუ რა პოლიტიკას ატარებენ ევრობიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს აფასებს.

„ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, წინასწარ ვაცხადებდით, რომ ასეთი ანგარიში იქნებოდა, იმის ფონზე, თუ რა პოლიტიკას ატარებენ ეს ევრობიუროკრატები საქართველოსთან მიმართებაში. პუნქტებით შეგვიძლია, გავყვეთ ამ ანგარიშს და აბსოლუტურად ყველა პუნქტზე ფაქტებით და მტკიცებულებებით დავამტკიცოთ, რომ იქ არის სიცრუის ტირაჟირება. ჩვენ გავაგრძელებთ სიცრუეში მათ მხილებას და რქა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად არჩევენ თეთრს და შავს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესებულია და დემოკრატიული უკუსვლაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები