შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჩარჩოებს

„დარწმუნებულები იყავით, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჩარჩოებს, იქნება ეს ინფლაციის მიმართულება თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი, ინფლაციაც ამის ნაწილია.

,,ფასების ზრდის, კლებისა თუ სტაბილურად ყოფნის პროცესი არის ეკონომიკური განვითარების ტემპის ნაწილი. როდესაც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი, ინფლაციაც ამის ნაწილია, ვინაიდან ამავდროულად იზრდება საშუალო ხელფასი, შემოსავლები ოჯახებში და ა.შ. ახლა მივიღებთ მომავალი წლის ბიუჯეტს და ყოველ წელიწადს არის მიზნობრივი მაჩვენებელი – რა ჩარჩოში უნდა იყოს ინფლაცია ქვეყანაში. მთავარია, რომ ის ამ ჩარჩოში იყოს ჩატეული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები