“მავნებლობაა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, ამას ქართველი ერი არ იმსახურებს” – ტატა ხვედელიანი
“ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ბევრი იმუშავა, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციას არ შეხებოდა”, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ არაფერი შეეხოს მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, რადგან ამით ჩვენი ხალხი დაზიანდება. მნიშვნელოვანია, ვიზალიბერალიზაციას შეზღუდვები არ შეეხოს, რადგან ეს ქვეყანასა და მოსახლეობაზე პირდაპირ იქონიებს გავლენას, ჩვენი ხალხი ზიანდება. შესაბამისად, მავნებლობაა, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, ამას ქართველი ერი არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციაზე არ გავრცელდეს და ჩვენს ხალხს არ შეეხოს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.