წილოსანი – “ლელოზე” – ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით
“ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ისეთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც პოზიციონირდება თითქოს პრო-ბიზნესპოლიტიკით, გამოდის ამ დიდი ინვესტიციის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში „ლელო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
კერძოდ, წილოსანმა „ემაარის” 6,5 მლრდ-იან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები შეაფასა.
„ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის ამ გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით“, – აღნიშნა წილოსანმა.