“ჩეხეთი საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო აკრიტიკებდა; დღეს კი ქვეყანამ პროგრამა დაამტკიცა, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს” – მახაშვილი
“ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი – ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო აკრიტიკებდა. დღეს კი ჩეხეთმა პროგრამა დაამტკიცა, რომელიც სწორედ სუვერენიტეტის შენარჩუნებას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობოების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ამ პერიოდამდე ნათელი იყო, როგორ ამუნათებდა ჩეხეთის ხელისუფლება საქართველოს, სანქციებსაც კი უწესებდა საქართველოს წარმომადგენლებს იმის გამო, რომ ქვეყანამ გადაწყვიტა გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა.
უფრო მეტიც, ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობები გაყინა გამჭვირვალობის კანონის გამო. დღეს ჩეხეთი უკვე მერამდენე ევროკავშირის ხელისუფლებაა, რომელიც აპირებს თვითონ გახდეს ფლაგმანი გამჭვირვალობის და თავადაც მიიღოს მსგავსი კანონმდებლობა“, – აღნიშნა მახაშვილმა.