“ამ მსოფლიოში აღარაფერია დამალული; მათ შორის, გაცხადდა, რომ ხშირად დემოკრატია და ღირებულებები არის ინსტრუმენტალიზებული” – ბექა დავითულიანი

“ამ მსოფლიოში აღარაფერია დამალული. მათ შორის, გაცხადდა, რომ ხშირად დემოკრატია და ღირებულებები არის ინსტრუმენტალიზებული და ამას იყენებენ უბრალოდ ზეწოლისთვის და ქვეყანაში გავლენების მოპოვებისთვის”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ევროკავშირს, აშშ-ს, ჩინეთს და რუსეთს, ყველას აქვს თავისი ინტერესი.

“მათ შორის, ევროკავშირის ინტერესია, რომ ამ გზაზე, რომელიც შესაძლოა ჩინურ ტვირთებს ატარებდეს, ჰქონდეს თავისი გავლენა. თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ ამ გავლენას შეინარჩუნებს ისე, რომ ჩვენთან გაწყვიტოს ურთიერთობა, ასე მოიქცევა. თუ ჩათვლის, რომ ასე თუ მოიქცევა ამ გზაზე გავლენას დაკეტავს, მაშინ მოიქცევა სხვანაირად.

იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც მათი პოლიტიკოსები აკეთებენ, ეს რომ აწყობდეთ, ამ ნაბიჯს უკვე გადადგამდნენ. ეს განცხადებები მათი პოლიტიკის შესაბამისია, რადგან ხედავენ, რომ ჩვენ მათ ყურმოჭრილად არ ვუსრულებთ ყველაფერს“, – აღნიშნა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები