“ევრონესტი” არის პლატფორმა, რომელიც შექმნილი არ იყო ასეთი დამოკიდებულებისთვის, ორმაგი სტანდარტისთვის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ” – ზუკა რურუა

“ევრონესტი”, ზოგადად, არის პლატფორმა, რომელიც შექმნილი არ იყო ასეთი დამოკიდებულებისთვის, ორმაგი სტანდარტისთვის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ზუკა რურუა აცხადებს.

რურუა ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმაურება – უარი თქვას “ევრონესტის” საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობაზე.

“რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ იქნა რეზოლუციაში შეტანილი, რომ თითქოს საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის. ვერ დავესწრებით ამ ღონისძიებას, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ უსამართლობას, პირველ რიგში, ქართველი ხალხი არ გაატარებს.

მათი რეიტინგი 2%-ზე დაბალია, ყველა ევრობიუროკრატის და, ამიტომ, ისინი ვერ მიუთითებენ ქართველ ხალხს და ჩვენს ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს შიდა პროცესები ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნავს ზუკა რურუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები