“ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით” – ევროპარლამენტარი

“ძალიან დრამატული ვითარებაა, სახეზეა აშკარა ორპირობა, ყველა ცდილობს რუსული ნავთობისა თუ ბუნებრივი აირის შესყიდვას მესამე სახელმწიფოს გავლით”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა განუცხადა.

კერძოდ, მარიანი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვის საკითხს გამოეხმაურა.

„ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ქცევა ნამდვილი პარადოქსია, მე პატივს ვცემ ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს, ამავე დროს ევროკავშირის წამყვან პოზიციებზე ბალტიელებს ვხედავთ, იქნება ეს ესტონელი კაია კალასი თუ ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი და სრული მილიტარიზაციის მომხრე ფიგურა, რომელიც ლიეტუვიდანაა. მესმის რომ, მათ სახელმწიფოებს რუსეთთან რთული ისტორია აკავშირებთ, მაგრამ ასევე მრჩება შთაბეჭდილება რომ ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა გარშემო ყველა სიგიჟეში გახვიონ. ამ ეტაპზე ევროკავშირი მშვიდობის დამყარებას უნდა ლამობდეს, სინამდვილეში კი პირიქით არის, ისინი ცეცხლზე ნავთს ასხამენ.

2022 წლის ივლისში, საქართველოში ევროპარლამენტის საგარეო დელეგაციის წევრის რანგში ვიმყოფებოდი, ქართველ დეპუტატებთან შეხვედრისას,მე კარგად მახსოვს როგორ მოითხოვდა ჩვენი დელეგაციის რამდენიმე წევრი დაჟინებით რომ საქართველოს რუსეთის ფედერაციისთვის სანქციები დაეწესებინა, რომ საქართველოს მხარი დაეჭირა რუსეთის ეკონომიკის დანგრევის მცდელობისთვის. მე მკაფიოდ დამამახსოვრა ქართველთა პასუხი, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა განსხვავებულია პორტუგალიის ან ესპანეთის ადგილმდებარეობისგან და მე ვეთანხმები ამ მიდგომას. გვახსოვს 2008 წელს თავს რომ დაგესხნენ რა მოხდა, თქვენს დასახმარებლად არცერთი ევროპელი მოსულა, რუსეთს მაშინ სანქციებიც კი არ დავუწესეთ“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები