დავით მათიკაშვილი – ევრონესტის რეზოლუციებზე: გამუდმებით ყალბდება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ყველა მსგავსი რეზოლუცია
„გამუდმებით, ყალბდება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ყველა მსგავსი რეზოლუცია,“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტექსტში კარგად იკითხება, სურვილი, მოახდინონ ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ქვეყანაზე.
„სისტემატურად ყალბდება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ყველა მსგავსი რეზოლუცია, სადაც ობიექტური გარემოებებისგან სრულიად დაცლილი საკითხებია მოყვანილი. ზოგიერთი ევროპარლამენტარი ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განწყობას ვერ მალავს. ამ ტექსტში კარგად იკითხება, სურვილი, მოახდინონ ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.