ლევან მახაშვილი – მერამდენე შემთხვევაა, როცა ევროპარლამენტი ევრონესტის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევით საქართველოსა და მისი მოსახლეობის არჩევანის უპატივცემულობას განაგრძობს

„მერამდენე შემთხვევაა, როცა ევროპარლამენტი ევრონესტის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების დარღვევით საქართველოსა და მისი მოსახლეობის არჩევანის უპატივცემულობას განაგრძობს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალმხრივი ასამბლეის მიღმა, ჩვენს მეზობლებთან და პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ.

„არაერთხელ გავაფრთხილეთ და მოვუწოდეთ ევროპარლამენტარებს, ძირითად პრინციპებს დაბრუნებოდნენ, თუმცა ისინი  კვლავ აგრძელებენ საქართველოს უპატივცემულობას, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიდრე დიალოგისთვის შესაბამისი გარემო არ იქნება, ჩვენ ამ სესიებში მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებთ. შესაბამისი გარემოს ჩამოყალიბებისა და ევროპარლამენტის მხრიდან პატივისცემის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ასამბლეას დავუბრუნდებით. გეტყვით, რომ მრავალმხრივი ასამბლეის მიღმა, ჩვენს მეზობლებთან და პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები