რატი იონათამიშვილი: ჩვენი ვალია, დავიცვათ ქვეყანა და დემოკრატია ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული ძალებისაგან
„ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და დემოკრატია ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტიდემოკრატიული ძალებისაგან,“ – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ბიოგრაფიას, ძალიან მარტივად დავინახავთ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი არასდროს იყო დემოკრატიის დაცვისკენ ორიენტირებული.
„თუ გადავხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ბიოგრაფიას, ძალიან მარტივად დავინახავთ, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი არასდროს იყო დემოკრატიის დაცვისკენ ორიენტირებული პირიქით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი სისტემა – სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტები რომ მოვიშველიოთ, ისინი ატერორებდნენ საკუთარ მოქალაქეებს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან დაკანონებული იყო ოპოზიციის პერიოდშიც ისინი დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. თუნდაც ის ფაქტი, რომ ათი არჩევნებიდან არც ერთი არჩევნების წაგება არ უღიარებიათ. ყოველ ჯერზე რევოლუციით იყვნენ შთაგონებულები. ესეც ამას ამტკიცებს, რომ დემოკრატიული პროცესები მათთვის ძალიან უცხო და მიუღებელია.
აქედან გამომდინარე, ნებისმიერი, ვინც ეცდება, გაამართლოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მით უმეტეს, დემოკრატიული პარტია უწოდოს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა იმ დანაშაულის მოკავშირე იქნება, რომელიც ქართველი ხალხის , ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის წინააღმდეგ აქვს ამ კრიმინალურ სინდიკატს ჩადენილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
