რომის პაპმა ლეო XIV-მ სტუდენტებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მიუდგნენ ტექნოლოგიების გამოყენებას და არ დაუშვან, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ან ციფრულმა სამყარომ ადამიანის თავისუფლება და ავტონომია შეცვალოს.
ვატიკანში ახალგაზრდებთან შეხვედრისას პაპმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები უშრეტ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა მათი ბრმად გამოყენება საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებასა და აზროვნების დამოუკიდებლობას.
„ნუ მისცემთ ტექნოლოგიას თქვენი გამოყენების უფლებას. თქვენ იყავით ავტორები, თქვენ მართეთ ის და არა პირიქით,“- განაცხადა პაპმა სტუდენტებთან საუბრისას.
სასულიერო ლიდერის თქმით, ალგორითმებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა შეინარჩუნონ კრიტიკული აზროვნება და ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა.
