ადიგენის ინციდენტისას დაკავებული 14 პირიდან 3 გაათავისუფლეს

       ადიგენის სოფელ მოხეში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულიდან 14 პირიდან 3 გაათავისუფლეს. სამართალდამცველთა განცხადებით, ისინი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო, პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევისთვის, იყვნენ დაკავებულები.
მათი გათავისუფლების მიზეზად საქმეში ბრალის წაყენებისათვის მტკიცებულებების არარსებობა გახდა.
დანარჩენი 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი უკვე 3 საათზე მეტია ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები