ისრაელის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი დღეს საღამოს ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
ისრაელ კაცი შეხვდება თავის ამერიკელ კოლეგას, აშშ-ის თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს და სხვა ოფიციალურ პირებს.
„ვიზიტის დროს თავდაცვის მინისტრი თავის კოლეგასთან განიხილავს უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების სერიას, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ირანს და სხვა რეგიონულ საფრთხეებს, შესყიდვების საკითხებს და დამატებით სტრატეგიულ თანამშრომლობას“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.